მიმდინარე წლის 18 ნოემბერს საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის წევრი ბატონი გრიგოლ კუნჭულია, პალატის ხელმძღვანელობასთან ერთად, შეხვდა ევროპალატის პრეზიდენტს ბატონ რიჩარდ ვებერს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ევროპალატის წევრი 2000 წლიდან და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სარგებლობს აფილირებული წევრის სტატუსით.  წარმოდგენილი ვართ ევროპალატის დირექტორთა საბჭოში, (საქართველოს პალატის პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო ჩიქოვანი  არჩეული იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად 2015 წლის ოქტომბერში).

რიჩარდ ვებერი 2013 წლიდან დაინიშნა ევროპალატის პრეზიდენტად. 2015 წლის ოქტომბერში კი ის ხელმეორედ იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე ორი წლის ვადით. 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

18 November of curreny year Eurochambres President Mr Richard Weber met members of Georgian Chamber of Commerce and Industry Board. It should be noted that among the attendants was the President of Georgian Association for Quality Mr Grigol Kuntchulia.

Georgian Chamber of Commerce and Industry since 2000 is a member of Eurochambres and has affiliate member status. 

Since 2013 Mr Richard Weber is President of Eurochambres. In 2015 he again was elected for two year.

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღეა. საქართველოს ხარისხის ასოციაცია ამ თარიღს ახალი პროექტით ხვდება. “ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე” - კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები სოციალურ კამპანიაში გაერთიანდნენ.

საქართველოს ხარისხის ასოციაციასთან ერთად, მხატვრები, მომღერლები, ქართული ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლები, დიზაინერები, მწერლები და ჟურნალისტები საზოგადოებას კონკრეტულ მესიჯს უგზავნიან.

“ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე” - 13-ი ფოტო ცნობილი ადამიანების ხელმოწერით. პროექტში მხოლოდ ის ადამიანები ჩაერთნენ ვისთვისაც ხარისხი ცხოვრებასა თუ საქმეში არის პრიორიტეტი. სოციალური კამპანია საზოგადოებაში ხარისხის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღედ ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველოს ხარისხის ფონდის ინიციატივით გამოცხადდა. ეს თარიღი ყოველ წელს სხვადასხვა აქციით აღინიშნება.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

GAQ განცხადება Thursday, 22 January 2015 11:11

საქართველოს ხარისხის ასოციაცია სავაჭრო სტანდარტების 
შემოღების ინიციატივით გამოდის

საქართველოს ხარისხის ასოციაცია 2015 წლის 1-ი იანვრიდან სავაჭრო ობიექტებისთვის საჯარიმო სანქციების ამოქმედებას ეხმაურება.
საქართველოს ხარისხის ასოციაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს პროდუქციის რეალიზაციის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს...ვრცლად

CHANCE Magazine Thursday, 04 December 2014 13:27

საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტის ინტერვიუ "CHANCE Magazine"-ში... ვრცლად