ხარისხის თანავარსკვლავედი 2015 Thursday, 19 March 2015 14:01

ხარისხის თანავარსკვლავედი 2015 - პირველად საქართველოში მე-16 საერთაშორისო პროექტი ჩატარდება. 21-იდან 26 ივნისამდე ბათუმი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 12-ი  ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციებისა და საწარმოების 150-მდე წარმომადგენელს უამსპინძლებს. საერთაშორისო პროექტის პროგრამა მოიცავს - ხარისხის პროფესიონალებისა და ხარისხის ჯილდოს გამარჯვებულთა კონფერენციებს, საავტორო სემინარებსა და მასტერ-კლასებს, ასევე დისკუსიებს  ორგანიზაციის მართვის აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეთა შორის არიან უკრაინის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთისა და  სხვა ქვეყნების სახელმწიფო სტანდარტებისა და ხარისხის ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ თანამედროვე მენეჯმენტისა და ხარისხის სფეროში უნიკალური, კომპლექსური საერთაშორისო ღონისძიების  მონაწილეები. მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების განვითარება, მათ შორის  ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსია, საწარმოს მასშტაბებში მუდმივი სრულყოფილების ორგანიზება, ეფექტური ლიდერობა, მიდგომები ორგანიზაციის სტრატეგიის განსაზღვრასა და რეალიზაციაში, ორგანიზაციის მენეჯმენტში არსებული რისკების მართვა, მათ შორის სტანდარტის ISO 31000 საფუძველზე, პერსონალის მართვა, მიმართული თანამშრომელთა უნარების გამოვლენასა და გამოყენებაზე. ხარისხის თანავარსკვლავედი - 2015» ეძღვნება კომპანიების უწვეტი სრულყოფილების საკითხებს, რომელიც გახდება მდგრადი განვითარების და კონკურენტუნარიანობის საფუძველი.

პროექტის ,,ხარისხის თანავარსკვლავედი’’ მომხსენებლები იქნებიან: იური ადლერი, ვილია ვერსანი, ვადიმ ლაპიდუს, ალექსანდრე გლაზუნოვი, ივან ჩაიკა (რუსეთი), პეტრე კალიტა (უკრაინა), იოზას რუზევიჩუს (ლიტვა)  და ხარისხის საერთაშორისო პროფესიონალთა გილდიის სხვა წევრები. აღმოსავლეთ ევროპაში მოღვაწე  ყველაზე წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეებს გაუზიარებენ მათ პრაქტიკული გამოცდილებას. პროგრამა ასევე მოიცავს საქართველოში ხარისხის სფეროში წამყვანი ორგანიზაციების ლიდერების გამოსვლებს.

მიიღება განაცხადებიორგანიზაციათა მენეჯმენტის  სრულყოფილების პროექტების განხორციელებაში წარმატებული გამოცდილების მქონე  მეცნიერების და პრაქტიკოსებისაგან. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ღონისძიებაახალგაზრდული შემოქმედებითი მოძრაობა ,,ხარისხის კონკურსი’’. მონაწილეობის მისაღებად ვეპატიჟებით სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს-ლიდერებს თავიანთ რეგიონში.

კონფერენციის ოფიციალური ენა ‑  რუსული.
ლოკაცია:
სასტუმრო ოაზისი 4* მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 15 წუთის სავალზე ბათუმიდან, ჩაქვში, სანაპიროზე. სასტუმროს გასაცნობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლინკი: http://hoteloasis.ge

 

                ინფორმაცია ორგანიზაციულ საკითებზე

პროექტის სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს უკრაინის ხარისხის ასოციაცია, ორგანიზაციული მხარდაჭერა  – ,,საქართველოს ხარისხის ასოციაცია“.
მონაწილეთა ჩამოსვლა ‑ 21 ივნისი 14:00-ის მერე (შეთანხმების მიხედვით), გამგზავრება ‑ 26 ივნისი 12:00-მდე.
პროექტის გრაფიკი:  21 ივნისი - ჩამოსვლის დღე;  22-25 ივნისი – სამუშაო დღეები;  26 ივნისი - გამგზავრების დღე

22.06

ხარისხის პროფესიონალების კონფერენცია

23.06

ხარისხის ჯოლდოს გამარჯვებულთა კონფერენცია

24.06

უკრაინის ხარისხის ასოციაციის კონფერენცია

გლობალური პროექტები «ახალგაზრდული შემოქმედებითი მოძრაობა
«ხარისხის კონკურსი» ‑ 30 წლამდე მონაწილეთათვის.

25.06

საავტორო სემინარები, მასტერ-კლასები

მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 2015წლის 20 მაისამდე.
მონაწილეობის საფასური:

20 მარტამდე გადახდის შემთხვევაში 530 ამერიკული დოლარი.

20 მაისამდე გადახდის შემთხვევაში 560 ამერიკული დოლარი.

20 მაისის შემდეგ განაცხადების მიღება და საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ პროექტის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით.

ანგარიშსწორება შესაძლებელია ლარში ეროვნული კურსის მიხედვით.

რეგისტრაციის საფასური მოიცავს:

  • პროექტის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა; საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • მასალების სრული კომპლექტი;
  • პროექტში ,,თანავარსკვლავედი’’ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • საქართველოს წამყვან კომპანიებში სტუმრობა და ექსკურსიები (გონიოს ციხესიმაგრე, ძველი და ახალი ბათუმი);
  • ფურშეტი ,,მეგობრების შეხვედრა’’ – 21.06, გალა მიღება 24.06. Coffe Break - ები ღონისძიებათა მსვლელობისას.

მხოლოდ ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის ღირებულება 165 ამერიკული დოლარი (მასალები, სადილი, ყავა). ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს პროექტის ,,ხარისხის თანავასრკვლავედი’’ ყველა ღონისძიებაშუ მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში აქვთ ფასდაკლება - სრული თანხის 25%.

სასტუმროში ყოფნის ღირებულება 1 ღამე 1 პერსონა 85 ან 64 ამერიკული დოლარი დღგ-ს ჩათვლით, რაც მოიცავს ცხოვრებას 1 ან 2 ადგილიან სტანდარტულ ნომერში, 3-ჯერადი კვებით.

კულტურული პროგრამა (დამატებითი სურვილის შემთხვევაში)

  • ექსკურსია მთიანი აჭარა (ჩანჩქერი, ღვინის ქარხანა, ღვინის დეგუსტაცია, ვახშამი) – 23.06

პროექტში მონაწილეების დასადასტურებლად უნდა წარადგინოთ რეგისტრაციის შევსებული ფორმა, რის შემდეგაც შედგება შეთანხმება და დადგინდება მონაწილეობისა და დამატებითი მომსახურების ღირებულება. თანმხლები პირების განთავსების საკითხები (ღონისძიებაში მონაწილეობსი გარეშე) განიხილება ანკეტის შევსების შემდეგ.

როგორც მომხსენებლის რეგისტრაციისთვის, სავალდებულოა დაუკავშირდეთ პროექტის საორგანიზაციო კომიტეტს.

მონაწილეთა რეგისტრაცია ტარდება 21 ივნისს, სასტუმრო ,,ოაზისის” ჰოლში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ განხორციელებეული ღონისძიებების ანგარიში.

,,ხარისხის თანავარსკვლავედი 2015''

პროფესიული ცოდნის, მეგობრობისა და ახალი გამოცდილების ოპტიმალური კომბინაცია

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოს ხარისხის ასოციაცია

ბროსეს ქ. 2

ტელ:  2904422

           2450909

საკონტაქტო პირი : რუსუდან კვიციანი