59TH EOQ QUALITY CONGRESS Tuesday, 27 October 2015 13:47

2015 წლის 11-12 ივნისს, ქალაქ ათენში გაიმართა ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (EOQ)  რიგით 59-ე კონგრესი და გენერალური ასამბლეის სხდომა.

საქართველოს ხარისხის ასოციაციის წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს წარუდგინეს პროექტი „ხარისხის ნიშანი“,  რომლის, როგორც ევროპული ხარისხის სტანდარტის აღიარება, უნდა მოხდეს  ევროპის ხარისხის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ.  

გენერალური ასამბლეის სხდომის  ერთ-ერთი დღე დაეთმო საქართველოს ხარისხის ასოციაციის პროექტის „ხარისხის ნიშნის“ განხილვას, სადაც საქართველოს ხარისხის ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა თათია ქირთბაიამ, ევროპელ კოლეგებს წარუდგინა ქართული ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია და გააცნო ის პროცედურული საკითხები და მოთხოვნები, რომლებიც გაწერილია პროექტით  „ხარისხის ნიშანი“ გათვალისწინებულ დებულებებში.

ევროპელ კოლეგებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრეზენტაციამ და მათი მხრიდან არაერთგზის აღინიშნა საქართველოს ხარისხის ასოციაციის საქმიანობის სისტემურობა და ორგანიზებულობა. 

გენერალურმა ასამბლეამ ქართული ხარისხის ნიშნის  ევროპული აღიარების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

2015 წლის წლის 2-4 დეკემბერს, ქალაქ ვარშავაში გაიმართება გენერალური ასამბლეის მორიგი სხდომა, სადაც დღის წესრიგში შეტანილია ქართული ხარისხის ნიშნის აღიარების საკითხი. საქართველოს ხარისხის ასოციაციის დელეგაცია მზად არის ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, რათა წარადგინოს ყველა ის საჭირო მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც  აღიარების პროცედურის მოთხოვნების შესაბამისად არის გათვალისწინებული.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

11-12 June, 2015 in Athens was held the 59th EOQ Congress and General Assembly Session.

Representatives of the Georgian Association for Quality presented the project "Quality Mark". The project like European quality standard will be recognition by the Assembly of European Organization for Quality.

One of the day of General Assembly Session was dedicated discussion project "Quality Mark". Georgian Association for Quality's International Relations manager Tatia Kirtbaia presented presentation of Georgian Quality Mark. She also introduced the procedural issues and requirements. 

European colleagues were impressed on presentation, they emphasized the activities systematic organization of the Georgian Association for Quality.

The General Assembly decided to launch the process of the recognition of Georgian Quality Mark.

On December 2-4, 2015, the General Assembly Will be held in Warsaw, where the agenda included the issue recognition of Georgian Quality Mark. Delegation of Georgian Association for Quality are ready to travel to the event. They will submit all the necessary materials and documents, which is provided in accordance with the requirements of the approval procedure.