მისია

საქართველოს ხარისხის ასოციაციის მისია არის ხარისხის წახალისებისა და სრულყოფის გზით სამომხმარებლო ბაზრის განვითარება და მეწარმეთა განათლების ამაღლება ხარისხის მენეჯმენტის თვალსაზრისით. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ბაზრის განვითარება და ხარისხის უპირატესობის წარმოჩენა.

ასოციაციის მთავარი მისიაა დანერგოს საწარმოებსა და მომსახურების სფეროში მენეჯმენტის თანამედროვე სისტემები, წარმოაჩინოს წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, შეიმუშაოს წახალისების სხვადასხვა ფორმები, აამაღლოს მომხმარებელთა ცნობიერება პროდუქციისა და მომსახურების შესახებ და ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვას.