მიზანი

საქართველოს ხარისხის ასოციაციის მიზანია ხარისხის სწავლების მეთოდების შემუშავება და გავრცელება; ეკონომიკური სექტორის განვითარება საგანმანათლებლო საშუალებებით, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ხარისხის მნიშვნელობის ამაღლებით.

ასოციაციის მიზანია იმოქმედოს სამეცნიერო თვალსაზრისით, როგორც პერსონალის, სისტემების და პროდუქტების სერტიფიცირების ორგანო, შექმნას ფორუმი ასოციაციის წევრთა შორის იდეებისა და ინფორმაციების გასაცვლელად.

თავისი მიზნების მისაღწევად ასოციაცია მუდმივად ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

•     საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა;

•     საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;

•     ხარისხის სფეროში კვლევითი სამუშაოების განხორცილება; 

•     სამუშაო სხდომებისა და ლექციების  ჩატარება;

•     ხარისხის თემაზე სტატიების, პუბლიკაციების და წიგნების ბეჭდვა;

•     ტრეინინგების ჩატარება;

•     ვებ–გვერდის შექმნა;

•     დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარება;

•     უფლებამოსილების დადასტურების სისტემის მენეჯმენტი.