ინფორმაცია წევრობაზე

საქართველოს ხარისხის ასოციაციის წესდებით განსაზღვრულია ასოციაციის წევრობის 2 სტატუსი:

ა. ნამდვილი წევრი
ბ. ასოცირებული წევრი

საქართველოს ხარისხის ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან ასოციაციის ნამდვილი წევრები.
ამასთან, ასოციაციის ნამდვილი წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი.
ასოციაციის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული პირი, ასევე ფიზიკური პირი.
ნამდვილი და ასოცირებული წევრობის მსურველი პირი/წევრი იზიარებს ასოციაციის მიზნებსა და იცავს
ასოციაციის მიერ მიღებული აქტების მოთხოვნებს.
მხოლოდ ნამდვილ წევრებს გააჩნიათ ასოციაციის მართვის ორგანოებში კანდიდატების წარდგენის,
გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობისა და ხმის უფლება. ასოცირებული წევრები
კი სარგებლობენ მხოლოდ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროგრამებსა და
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უფლებით.