ასოციაციის წევრად მიღება

ასოციაციის ასოცირებული წევრობის მსურველი ფიზიკური ან იურიდიული პირი ასოციაციის გამგეობას
(შემდგომში “გამგეობა”) დადგენილი წესით წერილობითი განცხადებით მიმართავს
ასოციაციაში ასოცირებულ წევრად გაწევრიანების თაობაზე. განცხადებას თან უნდა
ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა. ასოცირებული წევრობის მსურველი პირის შესახებ მონაცემები: დასახელება/სრული სახელი და
გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (საცხოვრებელი ადგილი/სამუშაო ადგილი/იურიდიული მისამართი/
ტელეფონი, ფაქსი ელ.ფოსტა).

. ასოცირებული წევრობის მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში:

(1) რეგისტრაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი: განცხადების წარდგენის მომენტამდე არაუგვიანეს ორი კვირის
ვადაში საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

(2) იურიდიული პირის უფლებამოსილი ორგანოს/პირის
მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე;

(3) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;

(4) იმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც
წარმოადგენს იურიდიულ პირს იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ
გაფორმებული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

(5) წინამდებარე მუხლის “ბ” პუნქტის (4) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინდობილობა, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.

• ასოციაციის ნამდვილი წევრობის მსურველი იურიდიული პირი დადგენილი წესით წერილობითი განცხადებით
მიმართავს გამგეობას ასოციაციაში ნამდვილ წევრად გაწევრიანების თაობაზე, ამასთან
გამცხადებელი იურიდიული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა. უნდა იყოს ასოციაციის ასოცირებული წევრი უწყვეტად მინიმუმ უკანასკნელი 6 (ექვსი) თვის
განმავლობაში; ან
ბ. უნდა წარმოადგინოს ასოციაციის მინიმუმ ერთი ნამდვილი წევრის დადებითი რეკომენდაცია
მის ნამდვილ წევრად მიღებასთან დაკავშირებით.
ასოცირებულ ან ნამდვილ წევრად გაწევრიანების შესახებ შესაბამისი პირის განცხადების
საფუძველზე ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის მიერ სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით, რის
თაობაზეც ეცნობება განცხადებელს.
პირი ასოციაციის წევრის სტატუსს იძენს გამგეობის მიერ მისი გაწევრიანების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
წევრის შესახებ ასოციაციის საინფორმაციო ბაზაში დაცული ძირითადი ინფორმაცია როგორც მინიმუმ
უნდა შეიცავდეს: სრულ სახელსა და გვარს/დასახელებას, ფაქტობრივ მისამართს, ასოციაციის წევრის
სტატუსს. ასევე სასურველია შემდეგი ინფორმაციის არსებობა: პირადი (საიდენტიფიკაციო) ნომერი,
ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი. Fფაქტობრივი გარემოებების შეცვლის შემთხვევაში,
რომელიც გავლენას იქონიებს წევრის სტატუსზე, წევრი ვალდებულია შესაბამისი განცხადებით მიმართოს
გამგეობას, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტატუსის შეცვლის შესახებ.

Ganacxadi

1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
დასახელება:*


სამართლებრივი ფორმა:*


საიდენტიფიკაციო კოდი:*


ფაქტიური მისამართი:*


ტელეფონი:


ელ-ფოსტა:*


ფაქსი:


ვებგვერდი:


2. წევრობის კატეგორია (გთხოვთ მონიშნოთ)
A კატეგორიის წევრი
B კატეგორიის წევრი
C კატეგორიის წევრი
D კატეგორიის (ასოცირებული) წევრი
3. საკონტაქტო პირი
წოდება/თანამდებობა:*


სახელი გვარი:*


ტელეფონი:*


მობილური:


ფაქსი:


ელ-ფოსტა:*


4. ინფორმაცია განმცხადებლის საქმიანობის შესახებ
ბიზნესის სფერო:


ძირითადი საქმიანობა: