მიმდინარე წლის 18 ნოემბერს საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის წევრი ბატონი გრიგოლ კუნჭულია, პალატის ხელმძღვანელობასთან ერთად, შეხვდა ევროპალატის პრეზიდენტს ბატონ რიჩარდ ვებერს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ევროპალატის წევრი 2000 წლიდან და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სარგებლობს აფილირებული წევრის სტატუსით.  წარმოდგენილი ვართ ევროპალატის დირექტორთა საბჭოში, (საქართველოს პალატის პრეზიდენტი, ქალბატონი ნინო ჩიქოვანი  არჩეული იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად 2015 წლის ოქტომბერში).

რიჩარდ ვებერი 2013 წლიდან დაინიშნა ევროპალატის პრეზიდენტად. 2015 წლის ოქტომბერში კი ის ხელმეორედ იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე ორი წლის ვადით. 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 

18 November of curreny year Eurochambres President Mr Richard Weber met members of Georgian Chamber of Commerce and Industry Board. It should be noted that among the attendants was the President of Georgian Association for Quality Mr Grigol Kuntchulia.

Georgian Chamber of Commerce and Industry since 2000 is a member of Eurochambres and has affiliate member status. 

Since 2013 Mr Richard Weber is President of Eurochambres. In 2015 he again was elected for two year.

ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე ხუთშაბათი, 19 მარტი 2015 14:00

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღეა. საქართველოს ხარისხის ასოციაცია ამ თარიღს ახალი პროექტით ხვდება. “ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე” - კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები სოციალურ კამპანიაში გაერთიანდნენ.

საქართველოს ხარისხის ასოციაციასთან ერთად, მხატვრები, მომღერლები, ქართული ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლები, დიზაინერები, მწერლები და ჟურნალისტები საზოგადოებას კონკრეტულ მესიჯს უგზავნიან.

“ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე” - 13-ი ფოტო ცნობილი ადამიანების ხელმოწერით. პროექტში მხოლოდ ის ადამიანები ჩაერთნენ ვისთვისაც ხარისხი ცხოვრებასა თუ საქმეში არის პრიორიტეტი. სოციალური კამპანია საზოგადოებაში ხარისხის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღედ ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველოს ხარისხის ფონდის ინიციატივით გამოცხადდა. ეს თარიღი ყოველ წელს სხვადასხვა აქციით აღინიშნება.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ევროპული ხარისხის კვირეული ხუთშაბათი, 19 მარტი 2015 14:00

ევროპული ხარისხის კვირეულში ოთხი ქართული კომპანია ,,ხარისხის ნიშნის ” მფლობელი გახდა

13 ნოემბერს, 18:00 საათზე რესტორან ,,ტაბლაში” საქართველოს ხარისხის ასოციაციამ მსოფლიო ხარისხის დღისადმი მიძღვნილ მიღებასა და ,,ხარისხის ნიშნის” დაჯილდოების ცერემონია გამართა. ოთხ ქართულ კომპანიას ,,ხარისხის ნიშნის” სერტიფიკატი სამი წლის ვადით გადაეცა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კომპანიების პროდუქცია და მომსახურება ,,ხარისხის ნიშნის” დებულების მიხედვით შეაფასეს. ექსპერტების გადაწყვეტილებით, რესტორანი ,,ტაბლა”, შპს ,,დილის პროდუქტები”, იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და შპს ,,თეთრი ქუდი” მაღალი ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ამ კომპანიებს ,,ხარისხის ნიშნის” სერტიფიკატისა და ემბლემის გამოყენების უფლება ღონისძიება საქართველოს ხარისხის ასოციაციის ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს ხარისხის ასოციაცია არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში. ევროპის ხარისხის ორგანიზაცია და მისი წევრი ქვეყნები კი ნოემბერში ევროპული ხარისხის კვირეულს აღნიშნავენ. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები და ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ,,ხარისხის ნიშნის” დაჯილდოების ცერემონია სოციალური აქციის ,,ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე” ფოტოებით იყო გაფორმებული. კომპანიების

ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე ხუთშაბათი, 22 იანვარი 2015 12:57

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღეა. საქართველოს ხარისხის ასოციაცია ამ თარიღს ახალი პროექტით ხვდება. “ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე” - კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები სოციალურ კამპანიაში გაერთიანდნენ.
საქართველოს ხარისხის ასოციაციასთან ერთად, მხატვრები, მომღერლები, ქართული ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლები, დიზაინერები, მწერლები და ჟურნალისტები საზოგადოებას კონკრეტულ მესიჯს უგზავნიან... ვრცლად

აწარმოე ხარისხიანი პროდუქტი პარასკევი, 05 დეკემბერი 2014 14:55

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ხარისხის ასოციაცია” მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გავრცელებისა და დამკვიდრების შესახებ.

“საქართველოს ხარისხის ასოციაცია” ქართულ კომპანიებს მოუწოდებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და ევროპულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქტს. “აწარმოე საქართველოში” უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის...ვრცლად